ირაკლი კობახიძე - ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე - ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე

ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რაზეც ძალიან ღიად ვსაუბრობდით ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან. მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამაზე გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, ასევე შანხაის მერთან. ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინური ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა