ირაკლი კობახიძე - ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე

ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ჩინეთში განუცხადა.

მისივე თქმით, თავისი შინაარსით ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური ძალები მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას თავი, რის მექანიზმსაც კონსტიტუცია ადგენს.

„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სისტემა ტრიალებს ერთ ჩაკეტილ წრეში. არის კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. ეს არიან ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური ძალები თავისი შინაარსით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და ამის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, კონსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის არის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც ამ ნაბიჯის გადადგმა. რომ არ ყოფილიყო ეს აუცილებელი ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავიდოდით, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო