ირაკლი კობახიძე - ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, უცხოური სპეცოპერაციაა, ამაში თანაბრად იყვნენ ჩართულები „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და გახარია, ამიტომ ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან სწორი არ არის

ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ჩართულია უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან. ყველაფერი არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 2020 და 2024 წლის საბოტაჟი, რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი. ისინი ყველა ერთად იყვნენ ჩართულები უცხოურ სპეცოპერაციაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი