ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო - 7 ნოემბერს მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ბაზისბანკის და საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა „ფინედუს“ მიერ გამოცხადებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ფარგლებში კონკურსით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

კონკურსი 9 სექტემბერს გამოცხადდა და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების გაძლიერება, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მასწავლებლებს, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს, გამოიყენებს ინოვაციურ მეთოდებს და განახორციელებს პროექტებსა და აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.

საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მასწავლებლებს გააცნობს კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები შეხვედრის მსვლელობისას.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

Zoom შეხვედრაზე დასასწრები ბმული.

შეხვედრა პარალელურ რეჟიმში გავა ფინედუს ფეისბუქ გვერდის პირდაპირი ეთერით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს