რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეს დაარტყეს - დაშავდა 8 ადამიანი

რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეში რვა ადამიანი დაშავდა და რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა კამენსკოეზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. რვა ადამიანი დაშავდა. ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ოთხსართულიანი შენობის ერთ-ერთი შესასვლელის სახურავი და ჭერი ნაწილობრივ განადგურდა“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ გაივანენკომ.

გარდა ამისა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო დაწესებულებები და ავტომობილები.

რუსებმა ასევე დრონებით შეუტიეს სინელნიკოვსკის რაიონში მდებარე პეტროპავლოვსკის თემს, სადაც კომუნალური დაწესებულების შენობაში ხანძარი გაჩნდა.

გაივანენკოს თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოლქში 13 რუსული დრონი გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს