ჯო უილსონი - ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ თავგასული რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის, - ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კრიტიკული მინერალური მარაგების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების მოხსნისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მძვინვარე რეჟიმი საფრთხეს უქმნის „შუა დერეფნის“ მინერალებზე აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას, გადასცემს რა თავის პორტს ჩინეთის კომუნისტური პარტიას და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ დევნის“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

მისი მტკიცებით, ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ხუთი მთავრობის ლიდერს C5+1-ის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციაზე უმასპინძლა.

მისი ინფორმაციით, განიხილეს ახალი ინვესტიციები და სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და ექსპორტის შესაძლებლობებს ამერიკული კომპანიებისთვის და გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას.

„პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამყარებს პარტნიორობას, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს და ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს რუბიო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს