თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ის სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე

2023 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა და მისი სტრატეგიული გზა უცვლელი რჩება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ფინელ კოლეგასთან, ელინა ვოლტონენთან ჰელსინკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ და ერთად გადაჭრან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები იმ ევროპული გეოგრაფიის ფარგლებში, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან.

„გვჯერა, რომ ევროკავშირი, რეგიონული ერთობლიობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, სრულყოფილი ვერ იქნება თურქეთის გარეშე, განსაკუთრებით ახალ გარემოში. ამიტომ, ევროკავშირმა და თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად წინ უნდა წაწიონ მიმდინარე ინტეგრაციის პროცესი. როგორც მთავრობა და სახელმწიფო, ჩვენ ამ საკითხს მტკიცე ნებას ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი