კახა კალაძე - ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს

როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს, ეს ოპოზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლები კი ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი „შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც „უსამშობლო ხარ და აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, ასეთი პოლიტიკური პარტიები განწირულები არიან მარცხისთვის“.

„მგონი, ჩვენ არ უნდა დავკავდეთ მათი განცხადებების შეფასებებით. შედეგი ხომ ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან დიდი მარცხი მათთვის. ის, რომ არჩევნებში ვიღაცებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ვიღაცებმა კი მიიღეს, ესეც, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო მათთვის. როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ყველგან ასეა, ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში, მით უმეტეს. როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგს ვერ იღებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჯდება და ფიქრობს, რა იყო ის მიზეზი, რამაც აქამდე მიიყვანა. პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ მიზეზს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები.

ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ოპოზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, ყველაფერში დამნაშავე არის ქართველი ხალხი, თვითონ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ, ყველაფერს საუკეთესოდ ალაგებენ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია დამნაშავე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, ასეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები განწირულები არიან მარცხისთვის და ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს