კახა კალაძე - როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეფასება ხდება პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, ვისმენთ სიცრუეს - ასეთი ევროპა არ აგვირჩევია, გვჭირდება სამართლიანობა

როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა - მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეაფასა.

მისი თქმით, „სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება და ქვეყნისა და ქართველი ხალხის პატივისცემა გვჭირდება“.

„განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, სიცრუით არის გაჯერებული. ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული. როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხდება საქართველოს შეფასება ჯანსაღად, პოლიტიკის გარეშე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუ გინდ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის თავისი რეფორმების განხორციელებით - ეკონომიკური, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი კრიტერიუმით.

მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუეს, მუქარას. ბევრჯერ გვითქვამს, რომ არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს ევროპული ბიუროკრატია არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა ევროპა და ევროპულობა გვინდა საქართველოში, ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა, ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და ჩვენ ასეთი ევროპა არ აგვირჩევია.

გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნისა და ქართველი ხალხის პატივისცემა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, თბილისის მერი აცხადებს, რომ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, რომ „როგორმე სასამართლო სისტემა ჯიბეში ჩაედოთ“.

„არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ერთია, რას საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით და მეორეა ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, მიუხედავად მოწოდებებისა და მუქარებისა, ჩვენი პრინციპული პოზიციით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნეთ მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, „საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე“. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს