კახა კალაძე - ანგარიშსწორება რა შუაშია? კომისია იყო შექმნილი პარლამენტში, კონკრეტული პარტიები განისაზღვრა, რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებთ - როცა პოლიტიკოსი ხარ, პარტიას წარმოადგენ, ხალხს უნდა ემსახურებოდე

ანგარიშსწორება რა შუაშია? - როდესაც პოლიტიკოსი ხარ, კონკრეტულ პარტიას წარმოადგენ ხალხს უნდა ემსახურებოდე, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს რომ პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა ანგარიშსწორება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ იმის ფონზე, რომ როდესაც მმართველი გუნდის ლიდერები დაასანქცირეს.

„ანგარიშსწორება რა შუაშია? კომისია იყო შექმნილი პარლამენტში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები განისაზღვრა, რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ მომავალი, სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ. როდესაც პოლიტიკოსი ხარ, კონკრეტულ პარტიას წარმოადგენ ხალხს უნდა ემსახურებოდე.

ძალიან მძიმეა...როდესაც წარმოადგენ ჩვენს ქვეყანას და ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. როდესაც აგენტი ხარ, უსამშობლო, კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით. ძალიან მძიმეა, ძალიან მძიმეა“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს