საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, დანიელმა ექსპერტებმა სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24; Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, დანიური კომპანია iMotions-ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახლად დაფუძნებულ „გაყიდვების ლაბორატორიაში“ ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სემინარის მიზანი იყო თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებასა და ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, რომლებიც “გაყიდვების ლაბორატორიის” (Sales Lab) მუშაობაში არიან ჩართულნი. ტრენინგ-სემინარის ჩატარებას ორგანიზება სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გაუწიეს.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას განმარტებით, iMotions-ის მენტორთა სემინარები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს და მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ექსპერტებად მომზადებას - სამომავლოდ iMotions-ის პლატფორმის მეშვეობით პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ტრენინგ-სემინარს სტუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

დეკანის განცხადებით, დანიური iMotions-ი მსოფლიო მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა და სტუ-ის ახლად გახსნილი „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების საუნივერსიტეტო პლატფორმაა, მთლიანად აღჭურვილია დანიური კომპანიის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით.

„თავისი ტექნიკისა და ონლაინ აპლიკაციების საშუალებით, iMotions-ი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, დავამუშაოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები ერთ პლატფორმაზე. მეცნიერებით მხარდაჭერილი ეს მულტიმოდალური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი ბაზარზე არსებულ მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს, სწორედ iMotions-ის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი. ეს არის უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს გაზომვით პარამეტრებსა და დიდ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სხვადასხვა მასშტაბისა და პროფილის მარკეტინგული კვლევები. გარდა ამისა, ლაბორატორია მთლიანად იქნება ჩართული საგანმანათლებლო პროცესსა და საუნივერსიტეტო კვლევებში. საგულისხმოა, რომ „გაყიდვების ლაბორატორია“ მოემსახურება ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს B2B და B2C სწავლების მიმართულებებს. პროექტ LISS24-ის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი ხელს შეუწყობს ლაბორატორიის სრული დატვირთვით ამოქმედებას და შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეში მაღალკონკურენტული ახალგაზრდა კადრების მომზადებას,“ - ამბობს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, LISS24-ი ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანიც საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები. სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://liss24-am.liss24.com/

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს