ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია იყო, როცა ამომრჩეველს მანდატები სახეში მიაყარეს, ახლა მოიკვლიოს ალეკო ელისაშვილმა იმ თავის პოლიტიკურ ლიდერებში, ვინ გააკეთა ეს - „განტევების ვაცებს“ ეძებენ

რომ დაინახეს, ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს უგვანო პოლიტიკა, ახლა, ბუნებრივია, ეძებენ „განტევების ვაცებს“ - თუ [ალეკო ელისაშვილი] მაგ ლოგიკას გაჰყვება, ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია იყო, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უკანონოდ გამოაცხადეს და თავის ამომრჩეველს მანდატები სახეში მიაყარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადება და მანდატებზე უარის თქმა იყო „ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია".

„რომ დაინახეს, ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს უგვანო პოლიტიკა, ახლა, ბუნებრივია, ეძებენ განტევების ვაცებს. საერთოდ, თუ მაგ ლოგიკას გაჰყვება, ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია იყო, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უკანონოდ გამოაცხადეს და თავის ამომრჩეველს მანდატები სახეში მიაყარეს. ეს იყო ყველაზე დიდი უკანონობა და ყველაზე დიდი რუსული სპეცოპერაცია. ახლა გაყვეს და მოიკვლიოს იმ თავის პოლიტიკურ ლიდერებში, ვინც ეს გააკეთა, თურმე, რუსული სპეცოპერაციის აღმსრულებლები ყოფილან," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.

მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.

„შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო - „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას," - განაცხადა ელისაშვილმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო