სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი დუშეთის სოფლებში მიქელიანში, ქურქუშაანსა და ზემო შუახევში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა განცხადებით, განსაკუთრებულ პრობლემას მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს, ახალგაზრდები სოფლებში აღარ ჩერდებიან და უახლოეს პერიოდში შესაძლოა სკოლები და ბაგა-ბაღები სრულიად დაცარიელდეს.

ამას გარდა, აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. კერძოდ, სამივე სოფლის მოსახლეობა სახალხო დამცველთან საუბარში გაზიფიცირების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ასევე გამოიკვეთა ინდივიდუალური საჭიროებებიც, მათ შორის, სოციალური დახმარებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლები საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული, ბოლო წლებში ადამიანთა გატაცებისა და დატყვევების ფაქტები არ დაფიქსირებულა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს