ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ - ჯაფარიძე უწყებაში მისვლას გეგმავს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენა 17:00 საათზე იგეგმება. გენერალურ პროკურატურაში მივა თავად ბადრი ჯაფარიძე.

მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე წარედგინებათ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!