ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება

ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება განიხილება.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ და დამატებით ზომებს განვიხილავთ. მაგრამ, გთხოვთ, რომ ამ ეტაპზე სიახლეებს ადევნოთ თვალი“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ იცის, თუმცა გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს“.

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Politico-მ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში შესვლის მიზნით მხოლოდ ერთჯერადი ვიზების მიღებას შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს