ნიკა გვარამიას ადვოკატი - სამართალი არაფერ შუაშია, თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას

ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა განაცხადა, რომელიც რუსთავის ციხეში მივიდა, რათა ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენას დაესწროს.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, „თავმოყვარე იურისტი“ არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე წაიკითხა.

„აქ შეუძლებელია რაიმე სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ არცერთი ოდნავ თავმოყვარე იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია, აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს