პაატა დავითაია - ხელისუფლების პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოიტანს უმძიმეს შედეგებს ქვეყნისთვის - საზოგადოების მწვავე დაპირისპირებას და სრულ იზოლაციას

ის, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართლებრივი ვაქხანალია. პოლიტიკური განცხადებების გამო, რასაც არ მოჰყოლია სამართლებრივი ქმედება, ოპონენტების დევნა უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ქვეყანას და საბოლოდ მოგვაქცევს სრულ იზოლაციაში - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ახალი ბრალის წაყენების შესახებ.

დავითაიას თქმით, სიტყვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და როდესაც პოლიტიკოსი სხვადასხვა გზით საკუთარ აზრს აფიქსირებს, ეს დემოკრატიული წყობის ნიშანია.

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება. აბსოლუტურად მიუღებელია ბრალის წაყენება პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას პოლიტიკურ ბროლაში სხვადასხვა მედია საშუალებებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაც არის დემოკრატიული წყობის ნიშანი.

პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს მათი მხრიდან არ მოჰყოლია სამართლებრივი ქმედება - ხელისუფლების დამხობა, შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია ამ განცხადებების გამო პოლიტიკური ლიდერებისთვის ბრალის წაყენება სისხლის სამართლის კოდექსის უმძიმესი მუხლებით. თუ ჩვენ გადავხედავთ უახლეს წარსულს, ასეთი ფორმის პოლიტიკური განცხადებების გამო გასამართლებული და პატიმრობაში უნდა ყოფილიყო თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი, ვინც ბოლო 30 წელიწადის განმავლობაში იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში.

ხელისუფლების პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოიტანს გამოუსწორებელ შედეგს ქვეყნისთვის - ჩვენ აღმოვჩნდებით სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში, რასაც ექნება უმძიმესი შედეგები იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დაადგა პოლიტიკური ლიდერების დევნის გზას, რაც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან. ეს კიდევ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას ქვეყანაში და საბოლოოდ მოიტანს საზოგადოების მწვავე დაპირისპირებას და გახლეჩას, რისი ნიშნებიც უკვე ნათლად ჩანს და ისეთ უკონტროლო მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას, რომლიდან გამოსვლასაც ათეული წლები დასჭირდება“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა