სალომე ზურაბიშვილი - რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი წარმოების დაწყებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქმე რუსული სახელმძღვანელოდან არის.

„რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. საბოტაჟი, მთავრობის დამხობის მომზადება, უცხოური ინტერესებისთვის მსახურება… რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსეთის გაკრიტიკება არასდროს ხდება, ხოლო რუსი ლიდერები „ქართულ ოცნებას“ აქებენ.

„პროპაგანდა, ტყუილები, ორკესტრირებული მესიჯბოქსი… „იმედი“, „რუსთავი“ , სხვა პატარა არხები ქართულ მედია სივრცეში დომინირებენ და საზოგადოებამდე დამახინჯებული რეალობა მიაქვთ: ევროკავშირი მტერია, საქართველო ეკონომიკურად ლიდერია… რუსეთის გაკრიტიკება არასდროს ხდება, ხოლო რუსი ლიდერები „ქართულ ოცნებას“ აქებენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება