ნიკა მელიას ადვოკატი - ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული - გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

დღეს საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას წაუყენა ახალი ბრალი.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის ლოგიკით, ყველა ის პირი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, შესაძლოა, აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს.

„სრულიად ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული. ამაში ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის უკანონო გამოყენება, როგორც ინსტრუმენტის და გამოდის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გმობს დღეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ხელისუფლების მხრიდან თვითნებობას, ვინც ამაზე საჯაროდ განაცხადებს, ვინც საჯარო პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანი ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად და, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი შეიძლება ამ ლოგიკით აღნიშნული ბრალდების ქვეშ მოექცეს“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა მელიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროცესის რადიკალიზაციისთვის ქუჩაში აქტიური მოქმედება დაიწყო. გენერალური პროკურორის თქმით, მელია საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს