ნენსი პელოსი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს

„დემოკრატი“ ნენსი პელოსი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, „დემოკრატი“ ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭს არ იყრის.

„კონგრესში ხელახლა არჩევისთვის კენჭს არ ვიყრი. მადლიერებით სავსე გულით, ჩემი მსახურების ბოლო წელს მოუთმენლად ველი“, - განაცხადა პელოსიმ.

ნენსი პელოსი პირველად კონგრესში 1987 წელს აირჩიეს და სან-ფრანცისკოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში თითქმის 40 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.

85 წლის პელოსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს