გაერომ სირიის პრეზიდენტს, თეთრ სახლში ვიზიტის წინ, სანქციები მოუხსნა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაერო-მ სანქციები ასევე მოუხსნა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბის.

გაერო-ში ვაშინგტონის ელჩმა, მაიკ ვალცმა, განაცხადა, რომ გაერო-მ გააგზავნა „ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“, რომელიც აღიარებს, რომ სირია ახალ ეპოქაში იმყოფება ბაშარ ალ ასადის გადაყენების შემდეგ.

აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს სანქციები დაწესებული ჰქონდა როგორც ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ (HTS) ლიდერს. აშშ-მა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების სიიდან ივლისში ამოიღო.

აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულთა შეტევას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადააყენეს.

აღსანიშნავია, რომ აჰმედ ალ-შარაა მომავალ კვირას ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქციების მოხსმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„სირია მადლიერებას გამოხატავს შეერთებული შტატების და მეგობარი ქვეყნების მიმართ სირიისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა ასაად ჰასან ალ-შაიბანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს