ნინო წილოსანი - ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ გაწევრიანების პროცესი ირაკლი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, თავად ევროკავშირმა შეაჩერა - მაინტერესებს, მოიხდის თუ არა ბოდიშს რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი?

წერილში ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად ევროკავშირმა მიიღო“.

მისი თქმით, საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა რუსთაველზე მდგომი აქციის მონაწილეები ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდიან თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ „სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში“.

„სკანდალური წერილია, სადაც ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ამ წერილის მიხედვით, მაინტერესებს, გააპროტესტებს თუ არა რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდის თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩის წერილში საუბარია იმ პროგრამის შეჩერებაზე, ვგულისხმობ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც საქართველო განსაკუთრებით წარმატებული მოკავშირე იყო ევროკავშირის თუ დასავლელი პარტნიორების. როცა ამგვარი პროგრამის შეჩერებაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, იქ მიზნებიც უკვე ნათელია. დაველოდებით მომენტს, როდესაც ევროკავშირის რეალური მიზანი გახდება გაფართოება და არა ამ გაფართოების იდეით სხვადასხვა ქვეყნის მიმართ კონკრეტული შანტაჟი. ამ შანტაჟზე იყო საუბარი ირაკლი კობახიძის ნოემბრის განცხადებაში, სადაც ჩვენ არცერთი, თუნდაც ყველაზე ღირებული იდეით არ მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშანტაჟონ და მიგვაღებინონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ხელისუფლების ცვლილება, მათი დასმული მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა თუ ყველაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებაა, რაც საომარ პროცესებში ჩართვა იყო“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.

მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში