მანანა გიორგობიანი - ბიჭები სად არიან? მარტო რატომ ვარ? რატომაა დახურული სხდომა, აქ არავინაა ჩემი ნაცნობი, შემოუშვან ჩემი სტუმრები - რაც შეეხება ციხეს, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი ლოგინიდან არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?

ბიჭები [დაკავებულები] სად არიან? მარტო რატომ ვარ? რატომაა დახურული, აქ არავინაა ჩემი ნაცნობი... შემოუშვან ჩემი სტუმრები, - ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი ჩაეკითხა, სტუმრებში ვის გულისხმობდა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ მის ნათესავებზე საუბრობდა.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ სხდომაზე შემოსვლას ის არავის უზღუდავს.

მოსამართლის მიერ ბრალდების შინაარსის განმარტებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ციხის არ ეშინია.

„10 წელი ლოგინში ვიწექი, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?", - განაცხადა გიორგობიანმა.

მოსამართლის კითხვაზე, მხარეებს ერთმანეთის აცილება ხომ არ აქვთ, გიორგობიანმა უარყოფითი პასუხი გასცა, განაცხადა, რომ თანახმა იყო მისი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი და პროკურორი გიორგი დოლაკიძე იყოს.

„ამისთანა სიმპათიურ ბიჭზე როგორ ვიტყვი უარს",- განაცხადა გიორგობიანმა პროკურორზე.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ასე უპასუხა: „ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი",- განაცხადა გიორგობიანმა.

კითხვაზე, მის მიმართ დაკავების მომენტში ან შემდეგ, რამე უფლების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მან უპახუხა, რომ „მისი პოლიცია კარგად ექცეოდა”.

დღესვე, გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის მათ შორის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესიც.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება