რობერტა მეცოლამ კიშინიოვში ევროპარლამენტის ოფისი გახსნა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კიშინიოვში ევროპარლამენტის ოფისი ოფიციალურად გახსნა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ევროკავშირის გაფართოების განახლებული იმპულსის კონტექსტში, პარლამენტის ოფისის გახსნა მოლდოვაში ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის.

„ეს აჩვენებს სოლიდარობას, პარტნიორობას და მხარდაჭერას მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მიმართ. ეს ასახავს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, გააღრმაოს თავისი ჩართულობა ამ ქვეყნებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას მოლდოვასა და ყველა აღმოსავლელ პარტნიორ მეგობართან ერთად.

„ამ ოფისის კიშინიოვში გახსნა არის ევროპულ ოჯახში მოლდოვას მომავლის მიმართ ჩვენი რწმენის ხელშესახები გამოხატულება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ოფისი ხელს შეუწყობს პარლამენტის პოზიციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას და მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და ინსტიტუციურ რეფორმებს რეგიონში. ის ასევე ხელს შეუწყობს ევროპარლამენტარების ოფიციალური ვიზიტების მომზადებას, ამავდროულად გააძლიერებს თანამშრომლობას ევროკავშირის სხვა აქტორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება