ელენე ხოშტარია - ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, საქმედ არ მივიღებ - არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არ მექნება - გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, გასვლაზე უარი ვთქვი, მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე, ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან

არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება - გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ელენე ხოშტარია პროკურატურის მიერ მის მიმართ წარდგენილ ბრალს „ბოდვას“ უწოდებს და განმარტავს, რომ უარს აცხადებს, ვინმემ მისი ინტერესები წარმოადგინოს სასამართლოში.

„როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება ე.წ. სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არიან ჩემს გვერდით.

ადვოკატი არის, მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მით უმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში).

ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ!

გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდევ გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან.

ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 8 პოლიტიკოსს - მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა. კონკრეტულად ელენე ხოშტარიას ბრალდება სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს