ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის გამკაცრებული სავიზო რეგულაციები მიიღო.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს აღარ ექნებათ მრავალჯერადი ვიზების მიღების უფლება და ევროკავშირში ყოველი მოგზაურობისას ახალი ვიზა დასჭირდებათ.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების რისკების გაზრდისა და ვიზის ბოროტად გამოყენების პოტენციური შემთხვევების გამო მიიღეს.

„ვიზის წესების გაძლიერებით, ჩვენ დამატებით და აუცილებელ ნაბიჯს ვდგამთ ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰენა ვირკუნენმა.

დისიდენტებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის შეზღუდული გამონაკლისები დაიშვება.

„ომის დაწყებას და ამავდროულად ევროპაში თავისუფლად გადაადგილების მოლოდინს გამართლებას რთულად თუ მოუძებნი. ევროკავშირი ამკაცრებს სავიზო წესებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, ევროპის ტერიტორიაზე დრონების მოძრაობით გამოწვეული შეფერხებებისა და დივერსიების გაგრძელების ფონზე. ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა“, - დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს