Bloomberg - უნგრეთის ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე

უნგრეთის ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, Mol Nyrt-ნა, უნგრეთის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ალტერნატივა გააჩნია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრამდე მოხდა, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებსაც შეეხება.

„კომპანია Mol Nyrt-მა, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთში ახდენს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციას, განაცხადა, რომ ხორვატიიდან ნავთობსადენს ფაქტობრივად შეუძლია ალტერნატივა გახდეს მისი ნავთობის მიწოდებების უმრავლესობისთვის, თუ უკრაინის გავლით „დრუჟბა“ ნავთობსადენით რუსული მიწოდებები შეწყდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური შედეგების შესახებ კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დრუჟბა“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში, Mol-ს შეუძლია ადრიატიკული ნავთობსადენის გამოყენების გაზრდა და თავისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საჭიროებების 80%-ის უზრუნველყოფა.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს განცხადება ორბანისა და Mol-ის მრავალთვიანი განცხადებებისგან შეტრიალებაა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უნგრეთს რუსული ნავთობის ალტერნატივა არ გააჩნია.

„აქამდე ორბანი და Mol თანმიმდევრულად ამცირებდნენ ადრიატიკული მილსადენის პოტენციალურ როლს ნავთობის მიწოდებებისთვის, იმის არგუმენტირებით, რომ უნგრეთს ზღვაზე გასავალი არ გააჩნია, ამიტომ ნავთობის მოწოდების ერთადერთი ეფექტიანი წყარო რუსეთია“, - აღნიშნავს Bloomberg.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი