ბადრი ჯაფარიძე - წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი

წავიკითხე ბრალი. ეს არის სრული სიცრუე. არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ მას ძალადობრივ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი.

„წავიკითხე ბრალი. გადმოცემულ მასალებს ვეცნობოდით. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი. მე, რომელიც ხელისმომწერი ვარ დამოუკიდებლობის აქტის, მე მდებენ ბრალს? ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საბოტაჟში ვიღებდი მონაწილეობას, სამწუხაროდ, ამის უკან დგანან ის ადამიანები, რომლებმაც ძალადობრივად დაამხეს ჩვენი ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვარს. ეს არის მათ მიერ ინსპირირებული პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ეს პროცესი არის ინსპირირებული იგივე ჯგუფის მიერ, რომელიც მონაწილეობდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაში.

არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ძალადობრივ ჯგუფთან მქონდა კავშირი. არ ვეთანხმები იმას, რაც იყო წაკითხული”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს