დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ უნგრეთს ზღვაზე წვდომა არ გააჩნია.

„მათთვის [უნგრეთისთვის] ძალიან რთულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა რეგიონებიდან მიღება. ზღვა არ აქვთ, პორტები არ აქვთ, ამიტომ სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ევროპაში, მათგან ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრობლემები და რუსეთისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდ მოცულობებს ყიდულობენ, და, როგორც იცით, ეს ძალიან მაწუხებს“, - განაცხადა ტრამპმა.

ორბანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უნგრეთი ნავთობს „დრუჟბას“ ნავთობსადენიდან იღებს, რომელიც ძირითადი წყაროა, ასევე არის ხორვატიული ნავთობსადენი, მაგრამ ის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორეხარისხოვანი და დამხმარეა.

„გვსურს ხორვატიის ხელისუფლება მისი [ნავთობსადენის] სიმძლავრის გაზრდაში დავარწმუნოთ, რათა მეტის მოწოდების შესაძლებლობა გაჩნდეს. არსებულ პირობებში ის არ შეიძლება ძირითადი ნავთობსადენი იყოს“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალში ინვესტიციების გაზრდის პირობებში ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია