ბადრი ჯაფარიძე - როცა ჩემ მიმართ რევოლუციის მოწოდებასთან არის საუბარი, ეს არის აბსურდი - თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით, შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან, მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს

არსად გავქცეულვარ, არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რვა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

„მოვისმინე პროკურორის წაკითხული ბრალი. დავინახე, რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც რევოლუციის მოწოდებასთან არის საუბარი ჩემ მიმართ, ეს არის აბსურდი. თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით. შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.

ძალიან ვამაყობ, რომ დამოუკიდებლობის აღიარებაში წვლილი მაქვს შეტანილი. მე ვერ დამაჯერებთ იმას, რომ გჯერათ იმის, რასაც კითხულობთ.

50 ათას ლარიანი გირაო იყო შეფარდებული ერთპარტიულ კომისიაში არ გამოცხადების გამო. ვიყავი ლონდონში. ვიცოდი, რომ განაჩენი ორშაბათს გამოცხადდებოდა, ამიტომ ჩამოვედი თბილისში, 50 ათასი ლარის პირობებში. მაშინ არასად გავქცეულვარ, არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს