აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს

აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს.

ამის თაობაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) მთავრობების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ აღნიშნულია, რომ აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც “C5+1 ქვეყნები”) შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.

“[ვაპირებთ] მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი “ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება C5+1 ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ;

[ვაპირებთ] ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას;

[ვაპირებთ] C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს;

[ვაპირებთ] კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო