ირაკლი კობახიძე - არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს - ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა, რომელიც უარყოფილ იქნა.

„კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა