ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა, კრისტუპას ვაიტიეკუნასმა და ევროკომისარმა ფინანსური მომსახურებისა და დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის საკითხებში მარია ლუის ალბუკერკემ.

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც, „რეგულარული ჰიბრიდული თავდასხმების“ გათვალისწინებით.

„მოხარულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს, სანქციების უახლესი, მე-19 პაკეტი შეთანხმდა ევროკავშირის დონეზე, მაგრამ შემდგომი ზეწოლა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, რუსეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული დისკუსიები სანქციების შემდეგ პაკეტზე“, - განაცხადა კრისტუპას ვაიტიეკუნასმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ითვალისწინებს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას 2027 წლიდან, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 117 გემზე შეზღუდვების დაწესებას და რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შეზღუდვებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს