მარკ რუტე - როდესაც რუსეთი სახიფათო ბირთვულ რიტორიკას იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს ძლიერი ბირთვული შეკავების ძალა აქვს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, სურს, რომ ალიანსმა მომავალში უფრო აქტიურად გაუსვას ხაზი თავის ბირთვულ შესაძლებლობებს, რათა შეაკავოს კონკურენტები, განსაკუთრებით რუსეთი.

რუტე მიიჩნევს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი საუბარი ბირთვული შეკავების შესახებ, რათა ადამიანებმა გაიაზრონ, თუ როგორ უწყობს ეს ხელს საერთო უსაფრთხოებას.

„როდესაც რუსეთი სახიფათო და უკომპრომისო ბირთვულ რიტორიკას იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნატო-ს მშვიდობის შესანარჩუნებლად ძლიერი ბირთვული შეკავების ძალა აქვს“, - განაცხადა რუტემ გერმანულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ნატო-ს ბირთვული შეკავების ძალა ალიანსის უსაფრთხოების უმაღლესი გარანტია და ის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტური უნდა დარჩეს.

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერასდროს მოიგება და ვერასდროს დაიწყება“, - აღნიშნა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს