არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და დეკანოზმა, მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს და არშემდგარი კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი - ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?

მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქი მოატყუეს, არ შემდგარ კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას შეუჩერეს მღვდლობა. მე რომ მათი საქციელი გავასაჩივრო, ისევ დეკანოზ ანდრიას და მიქაელს უნდა მივმართო და როგორ ფიქრობთ, ისინი თავიანთ თავს დასჯიან? ვის შევჩივლო, სამართალი სად ვიპოვო?- ამის შესახებ განცხადებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიტროპოლიტმა შიომ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და პატრიარქის მდივანმა მიიტაცეს საპატრიარქო და გააუქმეს სინოდი.

„მიიტაცეს საპატრიარქო, გააუქმეს სინოდი, თვითონ არიან პატრიარქიც და სინოდიც და ცდილობენ, ქრისტეც მიიტაცონ და ჩვენ გაგვაჩუმონ, რომლებიც ქრისტეს სამართალს ვუცხადებთ ერს. ხალხს რომ მივმართოთ, ხალხი დიდი ხანია ჩამოაშორეს ეკლესიის მართვა - გამგეობას, სინოდი არ არის. დაგვრჩა მხოლოდ ერთი გზა, მივმართოთ ჩვენს ქრისტეს; უფალო გვშია და გვწყურია შენი სამართლიანობა, მოდი უფალო და გაფანტე შენი მტრები შენი ეკლესიიდან და შენი ერიდან. აღადგინე შენი სამართალი შენს ერში და ეკლესიაში, ნუ დაუთმობ ჩვენს თავს შენს მტრებს, რათა დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, ჩვენც ვთქვათ: იმით მივხვდით უფალო, რომ შენ ჩვენთან ხარ, რამეთუ ჩვენმა მტრებმა ვერ გაიმარჯვეს ჩვენზე

ჰე უფალო მოდი!“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება