დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა - ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით

ბევრი რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს დგას ბევრი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემთ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა - მუდმივად ნუ გვთხოვთ, დავდგეთ პოლიტიკური დებატების რომელიღაც მხარეს, თორემ გარწმუნებთ, რომ წაგებული დარჩებით, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქციებზე დაკავებულებს და აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ეკლესია არ დუმს და მშვიდობის მოწოდებისკენ არაერთი განცხადება გააკეთა.

„ალბათ, ბოლო 10-15 წელია ეკლესიას ტელევიზიებიდან NGO-ები, ოპოზიცია და ა.შ. მუდმივად გვთხოვდნენ, რომ წინასაარჩევნოდ არ გაგვეკეთებინა პოლიტიკური შეფასებები, რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და არ გავმხდარიყავით მხარე, რომ ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს და ეკლესიამ ამაში თავისი შეხედულებისამებრ საზოგადოებაში გავლენა არ მოახდინოს. ბოლო პერიოდში, საპატრიარქო სულ ვაკეთებთ განცხადებებს და მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზებას იწვევს, არ უნდა კეთდებოდეს სასულიერო პირებისგან. ამ შემთხვევაში, როდესაც შეფასებებს არ ვაკეთებთ, განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა გვაქვს განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებას, რომელიც კეთდება ნაწილი პოლიტიკოსების მხრიდან. არ ვეთანხმებით მაგალითად, დასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა. პატრიარქმა არჩევნები მიულოცა „ქართულ ოცნებას” და მან მიიღო მონაწილეობა ამაში. რა გავაკეთოთ?! ეკლესია კი არ დუმს, ეკლესიამ გააკეთა არაერთი განცხადება იმ დღეებშიც, ნახეთ ინტერნეტში ჩვენი გვერდი და ნახავთ, რომ არაერთი განცხადება გააკეთა მშვიდობის მოწოდებისკენ. მთლი ის ღამე, ჩვენი სამსახური, სასულიერო პირები მთელი ღამე იდგენენ ქაშვეთის ეკლესიაში და ეხმარებოდნენ გაზით და წყლით დაზარალებულ ადამიანებს. ეს ყველას დაავიწყდა. დოროთე მაშინ, სად იყო? სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანძღავდნენ 2017-2019 წლებში, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდებოდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს მისი გამოსვლა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება. ახლა, როცა პატრიარქს აღარ სჭირდება დაცვა, ახლა გაახსენდა მას ის მომიტინგეები. სად იყო მაშინ, იქ რომ ვიდექით ქაშვეთთან და ვეხმარებოდით ამ ხალხს. თქვენ მუდმივად ნუ გვთხოვთ, დავდგეთ პოლიტიკური დებატების, რომელიღაცა მხარეს, თორემ გარწმუნებთ, რომ წაგებული დარჩებით. ბევრი რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს დგას ბევრი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემთ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. აი, დოროთემ რაც გააკეთა - იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია, სინამდვილეში, ეს ასე არ აის. ყველა განცხადებას, რომ არ მოსწონს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მოაყოლა ეკლესიის შეურაცხყოფა. დაიწყო დაბლიდან და ავიდა სინოდის წევრებამდე და პატრიარქის გამორჩეულ მოსაყდრემდე. რვა წელია მოსაყდრე პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებს და ახლა გამოიძია დოროთემ თურმე, რომ პატრიარქს არ უსმენს და შეურაცხყოფას აყენებს ვინმე საპატრიარქოში. პირველ შეხვედრაზე ეს ვუთხარით ჩვენ დოროთეს და ტყუილი გამოიტანა გარეთ“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ