პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები უშუალოდ პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.

გზასთან კი პოლიციას კორდონია აქვს მოწყობილი და აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებს პოლიციელების მიმართულებით ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “პოლიციელო, ცრუ მოწმეობაზე მეტს არ იმსახურებ?”; “პოლიციელო, ყველა კანონი კანონიერია?”; “პოლიციელო, ევროკავშირში გაწევრიანებულ საქართველოში შენც უკეთ იცხოვრებ”; “პოლიციელო, ბოლოს როდის გეყო ხელფასი?”.

დღესაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება