აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტიდან გალაკტიონ ტაბიძის ქუჩისკენ მსვლელობა მოაწყო

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც კაფე-რესტორნებია განთავსებული.

აქციის მონაწილეების თქმით, სურთ, რუს ტურისტებს დისკომფორტი შეუქმნან. მათ ტაბიძის ქუჩა სტვენითა და შეძახილებით გაიარეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება პარლამენტის შენობის წინაც. გზასთან პოლიციას კვლავ კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!