პიტერ სიიარტო - აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა

აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ეს ნათლად თქვა. ის აშშ-ის პრეზიდენტს შეუთანხმდა და ჩვენ სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გავთავისუფლდით“, - განაცხადა სიიარტომ.

სიიარტოს განცხადებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს აცნობა, რომ უნგრეთისთვის გამონაკლისი ძალაში „მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში“ იქნება.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმების თანახმად, უნგრეთი ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას მოახდენს და დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს