ფილიპინებში სუპერტაიფუნის მოახლოების გამო ხელისუფლებამ 900 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

ფილიპინებში სუპერტაიფუნის მოახლოების გამო ხელისუფლებამ 900 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სუპერტაიფუნი „ფუნგ-ვონგი“ ფილიპინების აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებამდე დღის განმავლობაში მიაღწევს და მოსალოდნელია, რომ მას ძლიერი ქარები და წვიმები მოჰყვება.

ფილიპინების ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, სუპერტაიფუნის ქარის სიჩქარე 185 კმ/სთ-ს აღწევს.

ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სამსახურში განაცხადეს, რომ 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ფილიპინებისთვის მეორე ძლიერი ტაიფუნია. ტაიფუნმა „კალმაეგმა“ მიმდინარე კვირაში ფილიპინებში 224 ადამიანის, ხოლო ვიეტნამში 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს