შალვა კერესელიძე - ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება - ორი დღის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია

არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, დეპუტატ ჯემალ ანანიძეს ორი დღის წინ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება.

ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, ჯემალ ანანიძე მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მიიღო ინსულტი და სამზარეულოში წაქცევისას თავის არეში დაზიანება.

სამაშველო სამსახურს მოუწია ჩაკეტილი ბინის გახსნა მის გამოსაყვანად.

ორი დღის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს არის ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე ოჯახს და ჩვენ გვაქვს.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სხვა სახის სპეკულაციური ინფორმაციების გავრცელებისგან“, - წერს შალვა კერესელიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს