Axios - აშშ-ში „შათდაუნის“ გამო ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია

აშშ-ში „შათდაუნის“ გამო, ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ნატო-ს მოკავშირეებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი დროებით გაჩერებულია.

„ეს ზიანს აყენებს როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ასევე აშშ-ის ინდუსტრიას“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

Axios-ის ცნობით, „შათდაუნმა“ დანიისთვის, ხორვატიისთვის და პოლონეთისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების გადაცემაზე გავლენა მოახდინა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. მიმდინარე „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს