ფილიპინებს ტაიფუნი „ფუნგ-ვონგი“ დაატყდა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი ევაკუირებულია

ფილიპინებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს და სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავრორას პროვინციაში, აღმოსავლეთ ქალაქ დინალუნგანში, სუპერტაიფუნის სახით „ფუნგ-ვონგის“ ხმელეთზე მოხვედრამდე, მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტაიფუნმა ღამის განმავლობაში ქვეყნის მთავარი კუნძულის, ლუსონის ნაწილები დააზარალა ძლიერი ქარით, ძლიერი წვიმითა და შტორმებით.

ტაიფუნმა, რომელსაც ადგილობრივები „უვანს“ უწოდებენ, სახლები, ხეები და ელექტრო ბოძები დააზიანა ისაბელას პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სანტიაგოშიც.

სამოქალაქო თავდაცვის ოფისის წინასწარი ინფორმაციით, ტაიფუნს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი - დაშავდა.

ავრორას ვიცე-გუბერნატორმა პატრიკ ალექსის ანგარამ განაცხადა, რომ მეწყერისა და დაზიანებული გზების გამო სულ მცირე სამი ქალაქი მიუწვდომელია.

სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ტაიფუნი ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე მოძრაობს და პროგნოზით, ის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტაივანისკენ გადაინაცვლებს.

სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებლის ინფორმაციით, ტაიფუნის გამო, კვირიდან 400-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

„ფუნგ-ვონგამ“ ფილიპინებს ტაიფუნი „კალმაეგი“ დაატყდა თავს, რომელმაც გასულ კვირას ქვეყანაში 224 ადამიანის და ვიეტნამში კიდევ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს