ირაკლი ფავლენიშვილი - ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი

ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი - თურმე, ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს ეს ღირებულებები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ ვინმემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, „ეს არის ივანიშვილის ბანდა“.

„ძალიან ტრაგიკომიკურია, რომ მთელი ევროპის კონტინენტზე, ევროპული ღირებულებების დამცველად რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი პაპუაშვილი. მისი „პოსტების“ მიხედვით ასე გახლავთ. თურმე, ყველა ევროპულ დედაქალაქში უღალატეს ევროპულ ღირებულებებს, პრინციპებს და მხოლოდ თბილისში შემორჩა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ივანიშვილის ბანდის წევრს ეს ღირებულებები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აღსაქმელი არ გახლავთ. თუ ვინმემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნებისმიერი ინსტიტუციის ნორმები, ეს არის ივანიშვილის ბანდა და ამიტომაც არის, რომ მას აქვს ისტორიულად უპრეცედენტოდ ცუდი შეფასებები ყველა ინსტიტუტის მიერ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის“.

მისი თქმით, თუ მათ ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურთ, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა