Reuters - აშშ-ში, „შათდაუნის“ გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

აშშ-ში, ე.წ. შათდაუნთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიებმა კვირას აშშ-ში 2 800-ზე მეტი რეისი გააუქმეს და 10 200-ზე მეტი გადადეს, საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის პერსონალის მზარდი დეფიციტის გამო.

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის განცხადებით, „შათდაუნის“ გაგრძელების შემთხვევაში, სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.

„საქმე მხოლოდ გაუარესდება. მადლიერების დღემდე ორი კვირით ადრე, საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება“, - განაცხადა დაფიმ.

Reuters-ი წერს, რომ როგორც წესი, მილიონობით ადამიანი მოგზაურობს მადლიერების დღის წინა პერიოდში, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და წელს 27 ნოემბერს აღინიშნება.

შეგახსენებთ, ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიებს დაავალა, 40 მსხვილ აეროპორტში ყოველდღიური რეისები პარასკევიდან 4%-ით შეემცირებინათ, საჰაერო მოძრაობის კონტროლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ფრენების შემცირებამ სამშაბათს 6%-ს უნდა მიაღწიოს, 14 ნოემბრისთვის კი - 10%-ს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს