პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში | თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 14 და 15 ნოემბერს, თეატრის დიდ სცენაზე ფრიდრიხ შილერის “ყაჩაღების” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი.

ყაჩაღები, ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის, რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე.

სპექტაკლი წარმოგვიდგენს თანამედროვე გმირს, რომელიც მოგვითხრობს ამ გმირის აუცილებლობაზე. თანამედროვე ლიდერზე, რომელიც ნებისმიერ წინაღობას, დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლისთვის და სიყვარულისთვის.

სპექტაკლის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ მსახიობები: ვალერი კორშია, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე, ანუკა გრიგოლია, ბაჩო ჩაჩიბაია, ჯაბა კილაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნოდარ ძოწენიძე.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს კოტე მარჯანიშვილის თეატრის სპონსორობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებას. 14 და 15 ნოემბერს, მორიგი საინტერესო სპექტაკლის პრემიერა ელოდება მაყურებელს. გვჯერა, რომ ქართული თეატრის მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ბაზისბანკის თანამშრომლობის ფარგლებში თეატრი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარუდგენს მაყურებელს”. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება