ჩინური შავი პარასკევი „მერე ბარათთან“ ერთად

11 ნოემბერი — „Singles’ Day“ ან, მეორენაირად, „Double 11“ - ჩინეთში ონლაინ შოპინგის უდიდესი დღესასწაულია, როცა ყველა კომპანია გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს. ამ დღის გაყიდვების მაჩვენებელი შავ პარასკევსა და კიბერ ორშაბათსაც კი აღემატება.

თავდაპირველად ეს დღე შოპინგთან დაკავშირებული არ ყოფილა. ის ანტივალენტინობის დღედ დაწესდა ჩინეთში, როცა მარტოხელა სტუდენტები იკრიბებოდნენ და საკუთარ დამოუკიდებლობას ზეიმობდნენ. თუმცა 2009 წელს ონლაინშოპინგის წამყვანმა ჩინურმა კომპანიამ ამ დღეს მასშტაბური ფასდაკლების აქცია დააანონსა - მარტოხელებს შესთავაზა, ეყიდათ საჩუქრები საკუთარი თავისთვის. ამ დღის შემდეგ სხვა კომპანიებმაც დაიწყეს განსაკუთრებული შეთავაზებების გაკეთება.

შოპინგი მერე ბარათით

10 და 11 ნოემბერს უკვე შენც შეგიძლია, უკომპრომისოდ იშოპინგო! როდესაც Temu-ზე, AliExpress-ზე, Pinduoduo-ზე, Shein-სა და Taobao-ზე დიდი ფასდაკლებებით ისარგებლებ, იშოპინგებ Silk Bank-ის მერე ბარათით და, მინიმუმ, 200 ლარს დახარჯავ, ქულების სახით დაგიბრუნდება 50 ლარი. უფრო კონკრეტულად კი, დაგერიცხება 5 000 ქულა, რომლის ლარში გადაცვლაც ძალიან მარტივად, ნებისმიერ დროს შეგიძლია. და ეს ყველაფერი არ არის — მთელი დახარჯული თანხა ავტომატურად გაგინაწილდება 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.

წარმოიდგინე, შოპინგობ ახლა, იხდი მერე ბარათით, იღებ ქეშბექს და თანხას ეტაპობრივად და უპროცენტოდ იხდი მერე.

შეთავაზების დეტალებს გაეცანი Silk Bank-ში.

ფასდაკლებების გზამკვლევი

  • Temu — ყოველდღიური პროდუქტები 50%-ამდე ფასდაკლებით და სპეციალური შეთავაზებები
  • AliExpress — ექსკლუზიური აქციები, 30%-იდან 70%-ამდე ფასდაკლება სხვადასხვა კატეგორიაზე
  • Pinduoduo — 10%-იდან 60%-ამდე ფასდაკლებები
  • Shein — 40%-იდან 80%-ამდე ფასდაკლება ტანსაცმელსა და აქსესუარებზე
  • Taobao – ექსკლუზიური პროდუქტები, 35%-იდან 70%-ამდე ფასდაკლებებით და შეზღუდული დროის შეთავაზებებით

დამატებითი შეთავაზება: გაანაწილე ჩამოტანის ხარჯიც!

მერე ბარათით შეგიძლია არა მხოლოდ ნივთის, არამედ მისი ტრანსპორტირების საფასურის განაწილებაც. თუ ისარგებლებ კივი პოსტის მომსახურებით და ჩამოტანის საფასურს მერე ბარათით გადაიხდი, ეს თანხაც გაგინაწილდება 3 თვეზე, ეფექტურ 0%-ად!

გაითვალისწინე, ეს უნიკალური აქცია ძალაშია მხოლოდ 10 და 11 ნოემბერს! ეს არის შანსი, ისარგებლო ჩინური მაღაზიების ფასდაკლებებით, დამატებით მიიღო მერე ბარათის 50 ლარის ქეშბექი ქულების სახით და თანხა 6 თვეზე უპროცენტოდ გაანაწილო.

როგორ აიღო მერე ბარათი?

თუ ჯერ არ გაქვს მერე ბარათი, აიღე ახლა სრულიად უფასოდ:

თან პირველი შენაძენის განაწილება განსაკუთრებულია, რადგან, სადაც არ უნდა გადაიხადო, საქართველოსა თუ უცხოეთში, 12 თვეზე განაწილდება, ეფექტურ 0%-ად. თანხის ლიმიტი 30 000 ლარია.

გაქვს ახლა, იხდი მერე!

ინფორმაციას „სილქ ბანკი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება