PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია თბილისში, სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა მდგომარეობას განიხილავენ.

„ეს არის რეგულარული ვიზიტი, რომელსაც პერიოდულად ახორციელებენ ხოლმე საქართველოში. აინტერესებთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. შეხვედრა სწორედ ამას ეძღვნება. აინტერესებთ, რა მდგომარეობაა სხვადასხვა მიმართულებით, სამოქალაქო სექტორში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მედიაში და ა.შ. კითხვები იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაზე - თუ როგორ ვახერხებთ სამუშაოს გაგრძელებას, რა მდგომარეობაა სექტორში, რა შეზღუდვებია ქვეყანაში. ის მძიმე სიტუაცია აღვუწერეთ, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ნატროშვილმა.

PACE-ს დელეგაცია დღესვე, ოპოზიციას შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს