მედია - დონალდ ტრამპმა შეიწყალა პირები, რომლებიც 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში იყვნენ ჩართულები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიწყალა თავისი პოლიტიკური მოკავშირეები, რომლებიც, ჩართულები იყვნენ, ან მხარს უჭერდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის სავარაუდო გეგმებს, - ინფორმაციას CNN-ი შეწყალების საკითხებში იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატზე, ედ მარტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეწყალებულ პირებს შორის არიან: იურისტი რუდი ჯულიანი, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილი მერია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მარკ მედოუსი, სიდნი პაუელი, ბორის ეპშტეინი, ჯონ ისტმენი.

ამასთან, გამოცემა ABC News იუწყება, შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან.

აშშ-ის პრეზიდენტის შეწყალების განკარგულება, რომელსაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა პარასკევს მოაწერა ხელი, ეხება იმ პირებსაც, რომლებსაც ჯორჯიის შტატში ბრალი წაუყენეს არჩევნების შედეგების გაუქმების ფართომასშტაბიან სქემაში.

„ეს დეკლარაცია წერტილს უსვამს ამერიკელი ხალხის მიმართ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩადენილ უმძიმეს ეროვნულ უსამართლობას და აგრძელებს ეროვნული შერიგების პროცესს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს