კახა კალაძე - ოპონენტები ამბობდნენ, რომ არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ - აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია, მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში წავა

ოპონენტები ჯერ ამბობდნენ, რომ ვიტყუებოდით და არაბული ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ცდილობენ პროექტს ზიანი მიაყენონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია, მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა.

„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპონენტებს თავდაპირველად ჰქონდათ ასეთი ნარატივი, რომ ჩვენ ვიტყუებოდით და მსგავსი ინვესტიციის განხორციელებით არაბული კომპანია დაინტერესებული არ იყო. მას შემდეგ რაც ოფიციალურად მოხდა ყველაფერი, არაბები ჩამოვიდნენ საქართველოში და პროექტის დაწყება დაანონსდა, მათ ნარატივი შეცვალეს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ ინვესტიციას ზიანი მიაყენონ.

რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა - მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, კახა კალაძის თქმით: „დასამალი არაფერია, ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ისაუბრა ყველა დეტალზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს